თბილისში ჩამოვედი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ ბერლინში, ლიბერალური, თანამედროვე ცენტრის ეგიდით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ამ სამკუთხედში. თუმცა ამ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის ამ სამი ქვეყნის ევროინტეგრაცია მე ძალიან ძლიერად ვარ ჩართული პრესის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების საქმიანობაში. [...] ძალიან ვდარდობ იმას, რომ ყველა მიმართვა ჩავარდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და ასევე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება იმგვარად, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან ის არის ევროპელი, ფრანგი დიპლომატი, ის იცნობს ამას, და სწორედ მთელი მსოფლიოდან და არის მონაწილე დემოკრატიული პროცესებისა, მისგან არ არის განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ მოხდეს ნიკა გვარამიას შეწყალება. თუმცა ორივე შემთხვევაში, როგორც გვარამიას, ასევე სააკაშვილის გათავისუფლების კუთხით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტს აქვს გასაღები ხელში, ეს არის შეწყალების გასაღები.
ამბობს ფორმულასთან ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. [სინქრონული თარგმანი]