მე თავადაც ვფიქრობდი სწორედ ევროპული ცენტრის სახელით და ლიბერალების სახელით განცხადება დამეწერა, შუამდგომლობა დამეწერა [გვარამიასთან ვიზიტზე], მაგრამ ვიფიქრე, რომ უმჯობესია ბუნდესტაგის წევრმა გააკეთოს ეს, ჯერჯერობით არ არის დაკმაყოფილებული. ხელისუფლებამ თბილისში და იუსტიციის მინისტრმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ნიკა გვარამიასთან ვიზიტი. ეს არის აუცილებელი, რათა ეს შედგეს და ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტი არის შანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ რაღაც გამოასწოროს და რაღაც თვისობრივად შეცვალოს.
ამბობს ფორმულასთან ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. [სინქრონული თარგმანი]