აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას.
ABC News-ის ჟურნალისტის კითხვაზე: აქვს თუ არა აშშ-ს მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ პუტინის ბრალდებები სიმართლეა, ჰარისმა თქვა, რომ "არა".
"პირველ რიგში მომეცით საშუალება ვთქვა, რომ ის რაც მოხდა ტერორისტული აქტის შედეგად და დაღუპული ადამიანების რაოდენობა, ცალსახად არის ტრაგედია და ყველამ უნდა თანავუგრძნოთ ამ ოჯახებს... არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურ სახელმწიფოს აბარია", - აღნიშნა ჰარისმა.