ისრაელის არმია ჰამასის სამ მთავარ საყრდენ ცენტრში. მძიმე ტექნიკა და ქვეითი ჯარი დღეს პირველად შევიდა ჯაბალიაში, სადაც დევნილთა ყველაზე დიდი ბანაკი მდებარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში ჰუმანიტარული კუთხით მძიმე ვითარების შესახებ აცხადებს. კატარი კი კვლავ მხარეების ზავზე დაყოლიებას ცდილობს. ამ ფონზე ისრაელის ქალაქებზე დღეს მასირებული სარაკეტო შეტევა განხორციელდა.