ჰამასი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობას გამოსვლის საშუალებას არ აძლევს

ჰამასი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობას გამოსვლის საშუალებას არ აძლევს

ჰამასი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობას გამოსვლის საშუალება არ აძლევს. ინფორმაციას ებრაული მედია ცახალზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერიტორიაზე ბლოკპოსტებია განთავსებული და მშვიდობიანი მოსახლეობა სამხრეთის ნაწილში გადასვლას ვერ ახერხებს. ბლოკპოსტებთან რამდენიმეკილომეტრიანი საცობია, რომელიც დრონმა გადაიღო.

"ჰამასი აფერხებს ღაზის სექტორის მოსახლეობის გადაადგილებას ძირითად გზაზე და ხელს უშლის საავტომობილო მოძრაობასაც", - ამბობენ ცახალში.

12 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში ქალაქი დაეტოვებინათ და სამხრეთის მიმართულებით გადასულიყვნენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრევენცია იყო იმ უზარმაზარი სამოქალაქო დანაკარგისა, რომელიც შეიძლება ისრაელის ღაზის სექტორზე შეტევამ გამოიწვიოს.