
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
მათი ცნობით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
"ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს"- ნათქვამია განცხადებაში.
გვიან ღამით რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა.