გვარამიას თქმით, ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ

გვარამიას თქმით, ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ

ნიკა გვარამიას თქმით, პარტია ახალი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერს.

ფორმულას გადაცემა დროებასთან მან თქვა, რომ ინიციატივას მიესალმება.

"შესანიშნავად შევაფასებთ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. კარგია ინიციატივა ზოგადად რომ აქვს იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ახლაც და გასულ საუკუნეებშიც, მათ შორის როცა მისი წინაპრებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის. შევუერთდებით და ხელსაც მოვაწერთ", - თქვა მან.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.