
თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
ქართული ოცნების სასამართლო პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
გვარამია 13 ივნისს დააკავეს.
17 აპრილს მას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.