გვარამია: ელენე ხოშტარია გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და საწოლზე ეწვინათ საკმაო ხანს

გვარამია: ელენე ხოშტარია გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და საწოლზე ეწვინათ საკმაო ხანს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც გათავისუფლებამდე ელენე ხოშტარია იზოლატორში მოინახულა, ჰყვება როგორ ეპყრობოდნენ დაკავებულ პოლიტიკოსს.

"კახეთის გზატკეცილზე შსს-ს შენობა არის ქაჯეთის ციხე, სადაც შედგა ელენე ხოშტარიას წამება. ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და საწოლზე ეწვინათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. შემთხვევით ხომ არ იცით, მეტალოდეტექტორით სხეულზე რა უნდა იპოვონ? წამალს რაც შეეხება, ამბავი, რომელიც მათ მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ, ვითომ ნარკოტიკს ვეძებდითო და ა.შ. ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და მას უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ დ აქ არწყიეო. იგივე საბა სხვიტარიძესაც გაუკეთეს. ამის მერე ითხოვა, ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო და არ მიუციათ, ამ დრომდე აქვს მაღალი წნევა, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არ აქვთ სამედიცინო კაბინეტში და თვითონ შემოიტანეო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. ამ ღებინების შემდეგ, როგორც კი ეს მორჩა, მეორე წუთს გააშიშვლეს ადამიანი, რომელსაც წნევის კრიზი აქვს და მერე აკეთეს ის, რაც მოგიყევით, მეტალოდეტექტორით", - განუცხადა ნიკა გვარამიამ TVპირველს.