
მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ "გიჟად გამოცხადება".
ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ, ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა.
თავისუფლება ნინოს!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!
წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, აქტივისტ ნინო დათაშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.