გუტიერეში: ვწუხვარ, რომ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა

ღაზაში ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება. ვწუხვარ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, ისრაელმა სამხედრო ოპერაციები გააძლიერა.

განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.