გუშინ ღამით თელავთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

გუშინ ღამით თელავთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, გუშინ ღამით თბილისიდან 55კმ-ში, ხოლო თელავიდან 8 კმ-ში, მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

24 სექტემბერს მიწისძვრა იყო თბილისთან ახლოსაც. თბილისის დროით 08:00 საათზე სოფელ ლელუბანთან 4,7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა - მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.