გუშინ ღამით ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. ასევე დაზიანებულია გაზსადენი მილები და მოგლეჯილია ხეები.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობაა 9 აპრილის ქუჩზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი მთლიანად გადახდილია.
მერიაში ადასტურებენ, რომ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა გურჯაანსა და მის მიმდებარე ორ სოფელში.
მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე დილიდან მობილიზებულია 112-ის სამაშველო და სპეციალური გამწმენდი ჯგუფები, ხოლო ამ დროისთვის მიმდინარეობს ზიანის დათვალიერება და აღწერა.