
გურჯაანში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი ველისციხის სოფელში მოხდა. დაშავებული დაახლოებით 30 წლამდე კაცია.
კაცი ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
დაზარალებული გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას აღენიშნება ფერდქვეშა არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა და ამჟამად შესაბამის მკურნალობას გადის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს