გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად კი ის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.