გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე იერიში მიიტანა - დაშავდა 6 ადამიანი

გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე იერიში მიიტანა - დაშავდა 6 ადამიანი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე იერიში მიიტანა - როგორც ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამზე წერს, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი ურაზოვო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრში მდებარეობს. ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობას ის "კრიტიკულად მძიმედ" აფასებს - მისი განცხადებით, ყველა დაზარალებული ვალუისკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე, ოკუპანტების ბრალდებებზე უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიშის მიტანა სცადეს - უწყებას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, თუმცა როგორც მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა დაწერა, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა ამ ეტაპზე, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.