რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ "აშშ და მისი სატელიტები ცდილობენ, მოლდოვასა და საქართველოში შექმნან დაძაბულობის კერები რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის".
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ეს, გვაწუხებს საქართველოში არსებული ვითარება, ასევე მოლდოვაში არსებული ვითარება, რამდენადაც ეს ქვეყნები ამერიკისგან შორს მდებარეობენ და აშშ ცდილობს უკარნახოს, რა უნდა გააკეთონ ან რა არ. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ს თავის სატელიტებთან ერთად სიტუაცია მიჰყავთ იქამდე, რომ ჩვენს საზღვარზე შექმნას დაძაბულობის უფრო და უფრო მეტი კერა და ცდილობენ, მოაწყონ რაიმე სახის გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ზონებში, რომლებიც საკვანძოა, თუნდაც გეოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებისთვის", - თქვა მან.
ამასთან გრუშკომ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების "ნეოკოლონიურ დამოკიდებულებას" ასახავს.
"ისინი [დასავლეთის ქვეყნები] ხელმძღვანელობენ იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ მან აქვთ კარნახის უფლება, რა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ეს ნეოკოლონიური დამოკიდებულებაა", - აცხადებს ის.