უახლოეს დღეებში მე ვუხელმძღვანელებ მისიას უკრაინაში, მათ შორის ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე. პრეზიდენტ ზელენსკის წარვუდგენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარების ახალ გეგმას. შევაფასებთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი დახმარების იმედი ახლაც და კატასტროფის გრძელვადიანი შედეგების აღმოფხვრაშიც.
განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.