ბავშვი გამიწირეს იმიტომ, რომ არის სხვა ვიზუალის, არადა თავისუფლად გაიზარდა და ყოველთვის მიტინგებზე გამოდიოდა, როცა იყო რობოკოპებით დარბევა, ყოველთვის გამოდიოდა, მითუმეტეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ... უბრალოდ, რომ ყოფილიყო ისეთი სასამართლო, როგორიც არის სხვა ქვეყნებში, გავყვებოდი და დავინახავდი, დამნაშავეა თუ არა ჩემი შვილი, მაგრამ თავიდანვე ამოარჩიეს ბავშვი იმის გამო, რომ არის სხვადასხვა ვიზუალის... სააპელაციოს ველოდებოდი, მეგონა, რაღაცა პატარა შანსები ჰქონდა, მაგრამ არანაირი შანსი არ არის, როგორც ვხედავ, ლაზარე არის განწირული
განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.