გრიგორიადისის ბაბუა: ლაზარეს სჯიან იმისთვის, რომ სხვა ასეთი აქციების დროს, ხალხი დაშინდეს

მომიყვა, რომ ჩემს გვერდზე ბავშვები დაყრილები ვნახეო - ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლის გამო. გაბრაზებული იყო. გული მიკვდებოდაო. რატომ გვიკეთებენ ამას. ჩვენ ხომ არაფერს ვაკეთებდითო. ლაზარეს სჯიან ალბათ იმიტომ რომ, მეორედ ასეთი აქციები რომ მოხდეს - ხალხი დაშინდეს. მე ასე ვფიქრობ. სულ იმაზე ვფიქრობ [ლაზარე ახლა რას ფიქრობს]. მეტზე არაფერს ვფიქრობ. ის ნამდვილად ვიცი, რომ გახარებული და დაამებული არ იქნება...

განაცხადა 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიდისის ბაბუამ, გია კალანდაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარში. გრიგორიადისის გუშინ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.