გრეგოროვა: შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო

შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.