გორში მცირეწლოვანი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, ბავშვს გამოკვლევები უტარდება.
"სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო", - გამოცემის ცნობით, ამბობს თვითმხილველი.