გორში დაიწვა შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა

გორში დაიწვა შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა

გორში, სამეფო ქუჩაზე დაიწვა შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა.

შენობაში კულტურის ცენტრი იყო განთავსებული თუმცა შენობის ავარიულობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. შენობის რეაბილიტაციის და დაცვის პოლიციის სისტემაზე აყვანის მოთხოვნით, ადგილობრივებმა ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.