გორში ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 2 ადამიანი

გორში ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 2 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, მანქანა ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.