გორში 70 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა. ის დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV მონიტორინგი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილს ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.