გორის საჯარო სკოლაში თანასკოლელებმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადეს

გორის საჯარო სკოლაში თანასკოლელებმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადეს

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეს თანასკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითხმილველები ამბობენ, ამას წინ ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მე-7 კლასელ მოსწავლეს დაზიანებები თავის არეში რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული, მათ შორის, ცხვირის არეში. დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

არსებული ინფორმაციით, ეს მიმდინარე კვირაში ამავე სკოლაში ძალადობის მე-2 შემთხვევაა. მასწავლებლები მომხდართან დაკავშირებით ფორმულას კითხვებს არ პასუხობენ, ხოლო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ფორმულას უთხრეს, რომ "ბავშვებს შორის ჩხუბი ხდებოდა ყოველთვის და ხდება ახლაც".

"ბავშვებს შორის ჩხუბი ხდებოდა ყოველთვის. ხდება ახლაც, ხმამაღალი ნათქვამია, რომ რეაგირება არ ჰქონდა არავის. მეეჭვება, რომ რომელიმე სკოლის ადმინისტრაციას რეაგირება არ ჰქონდეს, თუ ხედავს სკოლაში ძალადობას, ბულინგს ან სხვა რამე სახის დისციპლინურ გადაცდომას", - ამბობს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია.