გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - წერია განცხადებაში.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.