
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შემდეგ ერთი - სატვირთოს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.