შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ პირველ მაისს, აქციის დარბევისას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოყენების "სრული უფლება ჰქონდათ".
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ამტკიცა, რომ აქციებზე სამინისტრო "ცდილობს", მთლიანი ძალები არ გამოიყენონ.
"ძალიან ხშირად და ალბათ, თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები, ანუ მთლიანი ძალები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას კანონის ფარგლებში. ეს წყლის ჭავლი იქნება თუ გაზი იქნება, მხუთავი აირი თუ წიწაკის სპრეი, მათ შორის რეზინის ტყვია. ისე ატყდა [ამბავი] "რეზინის ტყვია ისროლეს"... იმ დღეს არ გვისვრია, რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ, თუმცა სრული უფლება გვაქვს კანონიერი, რომ ეს გამოვიყენოთ"- თქვა გომელაურმა.
20 დღეზე მეტია საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი აქცია რამდენჯერ დაარბია. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, სცემდნენ, იყენებდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს.