შოვის ტრაგედიაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, არამარტო მე, არამედ, მთლიანად მთავრობამაც. ეს ტრაგედია და ბოლო წლების უდიდესი უბედურება იყო, რაც საქართველოში მომხდარა. იქ ჩვენი თვალი ვუყურებდით, როგორ მდგომარეობაში ამოგვყავდა გარდაცვლილების სხეულები მიწიდან.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - ვეცადეთ გადაგვერჩინა ისინი, ვისი გადარჩენის საშუალებაც იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი დიდი უბედურება მოხდა, რომ ამის თავიდან არიდება ვერანაირად ვერ მოხდებოდა. რამდენადაც შეგვეძლო, მაქსიმალურად სწრაფად და დროულად ვიმოქმედეთ. მაგრამ, ვფიქრობ, მსგავს ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ.
განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე