შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უწყების სანქცირებული მაღალჩინოსნები ხარება და მილერი ლაგაზაური "ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს", თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ბანკში.
"ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?"- ამბობს გომელაური.
ამასთან, მინისტრი ლაგაზაურის და ხარებას სანქცირებას "შეცდომას" უწოდებს.
"მე ვფიქრობ, რომ არასწორია, შეცდომაა ეს ნამდვილად. ასე ვფიქრობ, გაირკვევა ეს და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა დეპარტამენტმა" - თქვა გომელაურმა ტვ პირველთან.
16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.