მიიღეთ ეს როგორც სიმბოლური ნაბიჯი ევროპის მხრიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი თქვენ ხელშია - თქვენ უნდა იმუშაოთ გულმოდგინედ, ძალიან ბევრი, რათა განახორციელოთ ყველა აუცილებელი რეფორმა. თუ თქვენ შეასრულებთ შეთანხმების თქვენ ნაწილს, დარწმუნებული ვარ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები გამოგყვებიან. ვადები არ არის, ამიტომაც ვამბობ, რომ ხანდახან ამას დიდი დრო სჭირდება, ხანდახან კი უფრო სწრაფად ხდება. მჯერა იმ გეოპოლიტიკური ვითარების, სადაც მოვლენები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში, ასე რომ ეს თქვენზეა დამოკიდებული.
განაცხადა სლოვენიის პრემიერმინისტრმა, რობერტ გოლობიმ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.