გობლი: ოცნება ხალხს ეუბნება, სანამ ვაკეთებთ ყველაფერს რაც მოსკოვს სურს, ის არ შემოიჭრება

გობლი: ოცნება ხალხს ეუბნება, სანამ ვაკეთებთ ყველაფერს რაც მოსკოვს სურს, ის არ შემოიჭრება

ევრაზიის მკვლევარი პოლ გობლი მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ პოლიტიკას აფასებს და აღნიშნავს, რომ "რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ არის დამოუკიდებლობისთვის ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატი".

ამ კონტექსტში გობლი ქართული ოცნების ახალ ბანერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პარტია კრემლის სურვილებს ასრულებს.

"ყოველთვის კარგი იდეაა ხალხს უთხრა, რომ შენ მშვიდობა შეინარჩუნე. ეს ისაა რისი მოსმენაც ხალხს უნდა. ამასთან. არგუმენტი რომ საქართველოს მთავრობამ მშვიდობა შეინარჩუნა იმით, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირა, ან იმას გულისხმობს რომ რუსეთი აპირებს ყველას დაესხას თავს ვინც ეს გააკეთა, ან იმას რომ საქართველოს პოზიციაა გააკეთოს ის, რაც რუსეთს სურს, უნიკალურად მართებულია.

მაგრამ თუ ასეა, მაშინ, ქართული ოცნება რასაც ხალხს ეუბნება, არის ის რომ, სანამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც მოსკოვს სურს, ის ჩვენთან არ შემოიჭრება. ყველა ლამაზი სიტყვის მიღმა ეს ამას ნიშნავს, მაშინ რამდენად განსხვავდება ეს იმისგან, რაც 1991 წლამდე იყო? შედეგად რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ არის დამოუკიდებლობისთვის ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც", - თქვა გობლიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

მკვლევარი ასევე ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა, რომელშიც ოლიგარქი "ბოდიშის მოხდაზე" საუბრობს:

"იმის თქმა რომ ერთი მხარე ბოდიშს იხდის, ნიშნავს რომ ეს მხარე წუხს, ნანობს რაღაც კონკრეტულ მოქმედებას, რაც როგორღაც, მისი ჩადენილია. ეს ბევრად იმაზე შორს მიდის, ვიდრე საჭიროა მოლაპარაკების დასაწყებად. ეს მიდგომა მიუთითებს, რომ სანამ იმას ვაკეთებთ, რაც მოსკოვს სურს, ყველაფერი რიგზე იქნება. პირობას გაძლევთ, რომ როგორც საქართველოს ისტორია განმეორებითად აჩვენებს, ეს არ მოხდება", - აცხადებს პოლ გობლი.

***

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს. ბანერებს ევროკავშორის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა და მათ "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა.