ივანიშვილის პარტიის ანტიქართული განცხადების მოსმენა უწევთ აგვისტოს ომის გმირების შვილებსაც. 16 წლის შემდეგ ქვეყნის მმართველმა საქართველო გამოიყვანა დამნაშავედ იმ ომში, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები შეეწირნენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადაერჩინათ. გმირების შვილები იმ თაობას წარმოადგენენ, რომელსაც GEN Z ეწოდება და ახლა თავად იბრძვიან თავიანთი სამოქალაქო პოზიციით საქართველოს ისტორიული არჩევანის დასაცავად. ეს ნათლად გამოჩნდა მაშინაც, როცა ბავშვები რუსულ კანონს უპირისპირდებოდნენ.