გლდანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუქზე წერს, რომ მანქანა გაზის მილებსაც შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.