გლდანში, "მეგაჰენდის" შენობაში ხანძარია

გლდანში, "მეგაჰენდის" შენობაში ხანძარია

გლდანში, მაღაზია "მეგაჰენდის" შენობაში ხანძარია.

ფორმულასთვის მოწოდებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შენობის სახურავზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრის სახურავზეა და ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა.