გივი თარგამაძე დააკავეს

გივი თარგამაძე დააკავეს

გივი თარგამაძე დააკავეს. ის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.

ცოტა ხნის წინ, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის ნიკა მელიას "გამოუცხადებლობის" საქმეზეც.

ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.