ჩვენ დღევანდელი დღეც გავიმარჯვეთ, მოდით, ასე ვთქვათ, ვერ დაგვშალეს და პოლიცია დგას ქუჩაში, მელიქიშვილი დაკეტილია ამ წუთამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავაჭერინეთ ხალხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამძლეობა გვქონდეს და საბოლოო ჯამში, შედეგზე გავიდეთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს. ეს ახალი ფორმები პროტესტის, რაც ჩვენ ჩავრთეთ, არის აბსოლუტურად განსხვავებული, რაც აქამდე არ უნახავთ, შესაბამისად, ეს იქნება ძალიან შედეგიანი. ძალა ერთობაშია.
თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილზე გადაინაცვლეს - ადგილზე განლაგდა პოლიციაც