გიორგი გახარია საქართველოში ვიზიტით მყოფ PACE-ს დელეგაციას შეხვდა

გიორგი გახარია საქართველოში ვიზიტით მყოფ PACE-ს დელეგაციას შეხვდა

პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პარტია საქართველოსთვის ცნობით, კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ასევე კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

"შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე საქართველოში მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციას 3 პოლიტიკური კოალიცია შეხვდა.