ღუდუშაური ზურაბიშვილზე: ცდილობს, საკუთარი თავი პოლიტიკურად როგორმე ენმ-ს მიყიდოს

საქართველოს ფორმალურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ცდილობს, რომ კონკურენციაში შევიდეს და საკუთარი თავი პოლიტიკურად როგორმე ნაციონალურ მოძრაობას მიყიდოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. ამის შესახებ მან Le Monde-სთან ინტერვიუში ისაუბრა.