ღუდუშაური ზურაბიშვილზე: ამსუბუქებული იყო, ოპოზიციის ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწრო

ძალიან სამწუხარო არის, რომ პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი. როგორც ჩანს ეს ვეტოების თემა და საქმე გამოელია. დარჩა უფუნქციოდ თუ ვიტყოდი, რომ აქტივობის გარეშე. ახლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწრო - რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ვნახეთ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა. ამიტომ, მეტი სიდინჯისა და პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ ყველას, ქალბატონ პრეზიდენტს მე რა უნდა ვურჩიო, მაგრამ უფრო უპრიანი იქნება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, შეხედოს მოვლენებს ობიექტურად, როგორც არის და არა ისე, როგორც უყურებს თუნდაც ვაი ანალიტიკოსი ან ვაი ექსპერტი, რომელიც, შემდეგ აღმოჩნდება, რომ უხერხულობაში თავს. იმათ რიცხვში ნუ ჩაეწერება ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა, მას შემდეგ რაც რუსეთში არეულობა მოხდა.