ქართული ოცნების დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის აზრით, არავის აინტერესებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების საქმეზე კენიაში გამოძიება დაიწყეს. მმართველი პარტიის დამფუძნებელს ის "ქველმოქმედს" უწოდებს და იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილმა "საქართველოს ისტორია დაწერა".
"გადით საზოგადოებაში და ჰკითხეთ, ვინმეს რაში აინტერესებს იმ ქველმოქმედ ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ისტორია დაწერა და დემოკრატიული პრინციპები დაუდო საფუძვლად განვითარებას ქვეყნისა, სადღაც ვიღაცას გამოძიება დაუწყია", - განაცხადა მან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროცესის გაუმჭვირვალობისა და სავარაუდო კორუფციის გამო კენიის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, სატყეო და სამთო კომიტეტის წევრებმა ბიძინა ივანიშვილისთვის ბაობაბების მიყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.