იმდენად უთავმოყვარეოები როგორ უნდა იყვნენ, რომ ადგნენ და მოლდოვის სასამართლოზე თქვან, რომ უსწრებს [ქართულ სასამართლოს] და არის მოწინავე თურმე. ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად.
ეს ის NGO-ები და ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იძახდნენ რომ ქვეყანას ერთზე მეტი რეკომენდაცია არ აქვს შესრულებული და სამართლიანი გადაწყვეტილება იგი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. მაგრამ ამ ადამიანებმა ვერაფრით ვერ მოინელეს და მიუღებლობა აქვთ ყოველგვარი პროგრესისა და იმ ფაქტისა, რომ საქართველოს წინსვლა კანდიდატის სტატუსში აისახა.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა გამოქვეყნებულ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსთან დაკავშირებით