
თბილისში, ღრმაღელის მეტროსთან კაცი მოკლეს, 2 პირი კი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 1 პირია დაკავებული.
მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი კი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.