ღარიბაშვილი: სტიქიები ყველგან ხდება, საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია

ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, ასეთი სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია.

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.