ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება.
მე მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლო. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა. ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
გუშინდელი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი ქართველი ერის დამსახურებული ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.
თქვა ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ოცნების მიერ ორგანიზებულ სახალხო ზეიმზე.