ღარიბაშვილი: საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან?

ღარიბაშვილი: საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან?

პრემიერმინიდტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფრანკლინის კლუბს" კვლავ თავს დაესხა და მას "ანარქისტული მოძრაობა" უწოდა.

"ფრანკლინის კლუბი" - საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ? მეორე მთავარი, რაც "ფრანკლინის კლუბში" მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების, რომ იტყვიან, ტვინის გამორეცხვა", - თქვა პრემიერმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის ფორმატში იმყოფებოდა.

რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, მმართველი პარტია აქტიურად ესხმის თავს სტუდენტებსა და ახალგაზრდების.

კერძოდ, ფრანკლინის კლუბზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლუბის წევრებს "ანარქისტები" უწოდა და თქვა, რომ მათ აქციაზე "დავალება ჰქონდათ მიცემული, შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან".

ღარიბაშვილის გარდა, კლუბთან დაკავშირებით ისაუბრა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემაც.

ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ კლუბი "უცხოური გავლენის აგენტია" და ის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას" ახორციელებს.

ფრანკლინის კლუბი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. საქართველოს უნივერსიტეტმა კი კობახიძისა და ღარიბაშილის წინააღმდეგ დავას იწყებს.