საქართველოს ინტერესი გახლავთ, უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში, საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როცა ომი არ არის საქართველოში, ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ. ვაძლიერებთ ქვეყანას, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის.
რა თქმა უნდა, გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რატომ? იმიტომ, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებსაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, უნდა იყო თანამიმდევრული.
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.