ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ, ჩვენი ნამდვილი მეგობარია

თქვენ ახსენეთ უნგრეთიც და პირველ რიგში მინდა ვთქვა, აქეთ ერთი გამომსვლელის [რომან გოცირიძის] შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ბატონო რომან, [გოცირიძე] და თქვენ მოგიწოდებთ, რომ კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას NATO-ში, ევროკავშირში და ერთ-ერთი ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში და ძალიან გთხოვთ, გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ.

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების დროს.