ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია. კიდევ ერთხელ აძლიერებს კონსპირაციულს თეორიებს, რომლებიც არსებობს ქვეყნის შიგნით და გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. მაშინ, როცა, 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი, ტრილიონი დოლარის ზიანი, ტერიტორიების 20% ოკუპირებული. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას.
განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.